დავით ზალკალიანი:-"მთავარია აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია ეთნიკურ ქართველებს არ შეეხოს"

დავით ზალკალიანი:-"მთავარია აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია ეთნიკურ ქართველებს არ შეეხოს"

   აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები არაკანონიერია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებული არ იქნება. 

   -"აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ჩვენ მუდმივად გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შიდა ფარული დაპირისპირება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა, იმით დასრულდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდროდ კორდინაციულ საქმიანობას იმისთვის, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენაა მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია, ეთნიკურ ქართველებს არ შეეხოს, რომლებიც ძირითადად გალის რაიონსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, აფხაზეთში არჩეული თუ დანიშნული ე.წ. ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი არ იქნება"-ამბობს ზალკალიანი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: