Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
2-06-2014, 12:47
ნანახია: 2578

„ძალა-უფლება გველეშაპების ხელშია“- სკანდალი ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში

  რას გეგმავს სკოლიდან დირექტორის მიერ განთავისუფლებული ისტორიის სერთიფიცირებული პედაგოგი მარინე მიქაბერიძე?

   ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარინა მიქაბერიძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლია კუხიანიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა. მისი თქმით პედაგოგს უამრავი პრობლემა ჰქონდა, თავად მიქაბერიძე კი "ივერიონი"-თან საუბრში დირექტორს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან უკანონოდ შეუმცირა საგნობრივი საათები.

   - "შიმშილობას ვიწყებ და ამჯერად ბავშვთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო მზადება მიმდინარეობს, შერცხვეს კუხიანიძეს, თუმცა სირცხვილი ყველას როდი აქვთ,"ნაციონალია" კუხიანიძე და მეტს მისგან არც ველოდი, რა ქნას აღარ იცის, დამიტოვა შვილი ლუკმის გარეშე, კუხიანიძეს ეს არ შერჩება, თუმცა ისეთები შერჩენია, ეს იმასთან არაფერია"-ამბობს  პედაგოგი მარინე მიქაბერიძე.

   რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მარინა მიქაბერიძეს მე-15 საჯარო სკოლის შენობა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლია  კუხიანიძემ  ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

   "ივერიონმა" ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა ამავე სკოლის მოსწავლეებში. მოსწავლეების სახელებს და გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ.

   მოსწავლე:-"არ ვიცი რა უნდა ამ ქალს, რატომ ვერ ისვენებს კუხიანიძე? ელექტროსკამზე უნდა დასვა, იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, ამჯერად კი ერთი ცოდვაც მიამატა ამ ყველაფერს, ჯერ იყოდა საათები წაართვა მარინა მასწავლებელს, ახლა კი სამსახურის გარეშეც დატოვა, ცოტა ხანი და ჩვენ, მოსწავლები განათლების სამინისტროს მივმართავთ წერილით გაანთავისულონ ეს ქალი დირექტორის პოსტიდან, სკოლაში ერთი ამბები ხდებოდა, ამათ კივილს და წივილს ბავშვებს გვაყურებინებდნენ, დავა ამ სკოლაში დიდი ხანია მიმდინარეობს და განათლების სამინსიტროს ეს არ უნდა დაეშვა, მიქაბერიძე კი არა, ისტორიის პედაგოგი ნათია კალანდაძე და კიდევ რამდენიმე პედაგოგი უნდა გაენთავისუფლებინა, მიქაბერიძე საუკეთესო პედაგოგია, მაგრამ რას იზამ, ძალა-უფლება გველეშაპების ხელშია".

  მშობელი:- "ცოტაც და ჩემს ორ ბავშვს ამ სკოლიდან გადავიყვან, იმიტომ რომ ჩემი ბავშვი სახლში რომ მოდის, არათუ  გაკვეთილზე,  არამედ  სკოლაში  მომხდარ  პრობლემებზე საუბრობს, მაგალითად როგორ ჩხუბობენ დირექტორი და პედაგოგი...ეს სირცხვილია! მე ჩემს ბავშვს ამ სკოლაში არ გვაჩერებ".

 

დავით ცხვარაძე