ჭორი, რომელმაც გულის ფიცარი შეგვინგრია!

ჭორი, რომელმაც გულის ფიცარი შეგვინგრია!

საზოგადოებაში მოარული ხმები (რომელსაც მართლმადიდებელი მრევლის მწვავე რეაქცია მოჰყვა), რომ დღევანდელი წმინდა სინოდის სხდომა პატრიარქის გადადგომის (თუ გადაყენების) საკითხს განიხილავდა, არ გამართლდა.

როგორც წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კერძოდ: დაამოწმეს პატრიარქის განცხადება და ლოცვა-კურთხევა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, გამოარჩიეს ახალი მღვდელმთავრებევროპისთვის, ამერიკისთვის და საინგილოსთვის და წმინდანად შერაცხეს პირველი მღვდელმთავარი იოანე.

ცხადია, ამ ინფორმაციამ მართლმადიდებელი მრევლის ვნებათაღელვა ჩააცხრო, მაგრამ საინტერესოა, ვის ინტერესში შედოდა ასეთი ჭორის გავრცელება და რა მიზანს ემსახურებოდა იგი?!

ნათქვამია, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო და არც ასეთი ჭორის გავრცელება უნდა იყოს შემთხვევითი...

დავიმოწმებთ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვებს, რომ „პატრიარქს ოცდახუთი წელია ებრძვიან, მაგრამ ავტორიტეტი ვერ შეურყიეს“. დიახ, ეს ნამდვილად ასეა და ამაში მთავარ როლს თავად მისი უწმინდესობა ასრულებს.

რაც შეეხება პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ასეთი ჭორების გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება: მოსინჯონ მართლმადიდებელი მრევლის მზაობა.

მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად ერის ჯანსაღი ნაწილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, რამაც სატანისტურ ძალებს თავიანთ მზაკვრულ ჩანაფიქრზე ხელი ააღებინა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გეგმა არ შეიძლება არსებობდეს!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: