Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
4-06-2014, 16:43
ნანახია: 924

ღარიბაშვილს პრემია არ სჭირდება!

არც შინაგან საქმეთა მინისტრობის და არც პრემიერ-მინისტრობის პერიოდში,  პრემია არც ერთხელ არ ამიღია- ამის შესახებ,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

პრემიერი ამ განცხადებით ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომ პრემიერ-მინისტრის გარდა, მთავრობის ყველა წევრის პრემიების შესახებ ინფორმაცია განსაჯაროვებულია. 

"ჩემი შს მინისტრობის დროს და პრემიერობის დროს, არც ერთხელ არ მიმიღია პრემია და მე მინდა ვთხოვო, დღესვე გამოაქვეყნონ ამონაწერი და ეს ინფორმაცია გახადონ საჯარო. მე არ მესმის, რატომ იყო საიდუმლო? თუ არ მოგითხოვიათ, რატომ ამბობთ, რომ არ გამოვაქვეყნეთ?" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ნინო კობახიძეს დეკლარაციის დაუყოვნებლივი გასაჯაროება დაავალა. 

 

მირანდა ჭარხალაშვილი