მრგვალი მაგიდა შსს-ში

მრგვალი მაგიდა შსს-ში

   შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების საკითხები განიხილეს.

   არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის და დანაშაულის პრევენციაში პოლიციის როლის მნიშვნელობის შესახებ თავიანთი ხედვა დააფიქსირეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინე კერესელიძემ აუდიტორიას აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის კუთხით სამინისტროს სამომავლო გეგმები და სტრატეგია გააცნო.

   შსს-ში მიმდინარე ყველა რეფორმა ემსახურება სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის ზრდას. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია შსს-ს განვითარების სტრატეგიაში. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მრავალმხრივი მუშაობა, სამართალდამცველებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით პერმანენტულად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები. სამინისტროს წარმომადგენლები ჩართულნი არიან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში.

  შინაგან საქმეთა სამინისტრო გააღრმავებს და გააგრძელებს თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების საკითხებზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: