რას ურჩევს სააკაშვილი მთავრობას?

რას ურჩევს სააკაშვილი მთავრობას?

     მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. მან უკრაინიდან საქართველოს მთავრობას დაღვინებისკენ და დასერიოზულებისკენ მოუწოდა.

   -"ვფიქრობ, დროა, ყველა დასერიოზულდეს. საქართველო ახლა დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ყველანაირი არასერიოზულობა შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არის უნიკალური  შანსი და დიდი საფრთხეები. ახლა ყველას მართებს სერიოზულიბა, დაღვინება და მიუხედავად თავისი პირადი ემოციებისა და ბოღმისა, უნდა მივხვდეთ, რომ ერთი სამშობლო გვაქვს და არ არის დრო უაზრო კინკლაობის, განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინი აფხაზეთსა და ცხინვალში რაღაცისთვის ემზადება. პუტინი საქართველოს მიმართ ზოგადად, რაღაცისთვის ემზადება, ემზადება მოლდოვას მიმართ და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. მისი ამოცანა ახლა არის უახლოესი რამდენიმე კვირაში უკრაინული ჯარები გამოყაროს დონეცკიდან და ლუგანსკიდან და ოლქის სრული იზოლაცია მოახდინოს, ანუ ზუსტად იმ სცენარით, როგორიც მოხდა აფხაზეთში. ამის შემდეგ მოუბრუნდება ისევ მოლდოვას და საქართველოს.

   ჩემი ყველა ინსტინქტი ეკუთვნის საქართველოს, ამიტომ რა თქმა უნდა მე ვერ ვიქნები სხვა რომელიმე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, ვერც ერთი სხვა ქვეყნის ან რამე დონის ხელმძღვანელი ან მრჩეველი, მე მიყვარს გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელება და არა რჩევის მიცემა. თუმცა აქ გამოჩნდა რამდენიმე ასეული ქართველი მრჩეველი და მე ამ ხალხს სიამოვნებით ვეხმარები" - განაცხადა სააკაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: