ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ცსკ-ში

ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ცსკ-ში

   საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ახალგაზრდა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაციის  მუშაობის სპეციფიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო. ხოლო ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამეტის უფროსმა, სოფიო სიჭინავამ, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს, არჩევნების ისტორიის, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკის, საარჩევნო პროცედურებისა და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

  ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შორის გაიმართა დებატები თემაზე - "არჩევნების როლი დემოკრატიული სახლემწიფოს განვითარებისათვის"; დებატების 4 გუნდად დაყოფილმა მონაწილეებმა არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს, წამოაყენეს არგუმენტები და კონტრარგუმენტები, იმსჯელეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების გზებზე. დებატები 90 წუთს გაგრძელდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: