რა მასალას ფლობს მოროშკინა და რას სთხოვს პრემიერს?

რა მასალას ფლობს მოროშკინა და რას სთხოვს პრემიერს?

   ლალი მოროშკინა "facebook"-ის საკუთარ გვერდზე პრემიერისადმი მიმართვას ავრცელებს.

   "ბატონო ირაკლი, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. შესაბამისად " ნაციონალური მოძრაობა"  ხვდება თავის კრახს და  "ოცნებაში" ჩანერგილი დივერსანტების გააქტიურებაზე გადადის. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურაა მალხაზ ჩიკვილაძე, "სუსის" უფროსის მოვალეობის შემსრულებელი! ვფლობ მასალებს, თუ როგორ იბირებდა ის ჟურნალისტებს და სხვა უწყების თანამშრომლებს თქვენს წინააღმდეგ სამუშაოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს ის მალხაზ ჩიკვილაძეა, რომელიც ყოფილი მთავრობის გენ.ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის მოადგილე იყო და კარგად ჩანს მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ კისტის თოფიდან სროლის კადრებში. უმორჩილესად გთხოვთ, საბოტაჟის თავიდან ასაცილებლად შეუჩეროთ ამ ადამიანს უფლებამოსილება."- წერს ლალი მოროშკინა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: