"ახალგაზრდული პრესკლუბი" - ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული პროექტი

"ახალგაზრდული პრესკლუბი" - ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული პროექტი

    "ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბმა" და "ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრმა" გამართეს მედია პროექტის "ახალგაზრდული პრესკლუბის" პრეზენტაცია.

   "პროექტი ხორციელდება სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. პრესკლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისათვის მედია გარემოს გაუმჯობესებას და ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

   პრეზენტაციას დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა" მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის"დირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა.

   "ივერიონი" პროექტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკოლოზ მეტრეველს გაესაუბრა.

   -"იმ მნიშვნელოვანი გამოწვებებიდან გამომდინარე, რომელიც დგას  დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, "ახალგაზრდული პრესკლუბი" არის ინოვაციური და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული პროექტი.  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორცილებას ხელი შეუწყო. ახალგაზრდულ პრესკლუბში" გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების პრეს-კონფერენციები, თემატური დისკუსიები, ინტერნეტ გადაცემები. საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მიაწოდებენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: