Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
11-06-2014, 09:58
ნანახია: 1067

იმამყულიევი არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს

   სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

    ამ გადაწყვეტილებას მიესალმა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თე წულუკიანი და განაცხადა, რომ  უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო  "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იმის გამო, რომ მოცემულმა პარტიამ მიუღებლად მიიჩნია ახმედ იმამყულიევის გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნის გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ აგრეთვე დაგმო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან  პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივი აპელირება, მათ შორის მარნეულის შემთხვევაში. ამასთან, კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვეს , რომ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო.

   სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის თავმჯდომარე გიგი უგულავაც და განაცხადა, რომ "ბრძოლა უნდა ბოლომდე". მან პირადად მიულოცა იმამყულაევს კანდიდატად აღდგენა და წარმატებებიც უსურვა.