ალექსანდრე კობაიძე:-"ქუჩაში აქციებს დავიწყებთ"

ალექსანდრე კობაიძე:-"ქუჩაში აქციებს დავიწყებთ"

   "საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი ლექსო კობაიძე აცხადებს, მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას აპირებს და ამას ე.წ. "კარუსელის დატრიალების" და  ID ბარათების საშუალებით გეგმავს. მისივე განცხადებით, საკმაოდ გაზრდილია სხვადასხვა მისამართებზე ჩაწერილი ადამიანების რაოდენობაც. 

   -"ყველა რეგიონში რთული სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა რუსთავშია. "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების ტოტალურად გასაყალბებლად. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ ხელისუფლების ოპოზიციად თვლის თავს, რომ გავერთიანდეთ მათ წინააღმდეგ. გაყალბებას და "კარუსელის დატრიალებას" ID ბარათების საშუალებით აპირებენ. მოდიან ადამიანები ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ მათ მისამართებზე სამი ადამიანის ნაცვლად, ხუთი-ექვსი და მეტი ადამიანია ჩაწერილი. 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, თუკი მათი კანდიდატი გაიმარჯვებს, არ დავუშვებთ ამ უსამართლობას და ქუჩაში აქციებს დავიწყებთ!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: