ჯონდი ბაღათურია:-"კალაძემ იმ კოალიციას მიხედოს, რომელიც თავზე ენგრევა!"

ჯონდი ბაღათურია:-"კალაძემ იმ  კოალიციას მიხედოს, რომელიც თავზე ენგრევა!"

   კახა კალაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"კალაძე, კარგი ფეხბურთელი იყო და თავისი საქმისთვის რომ მიეხედა, ძალიან კარგი იქნებოდა!  ის თავის თავზე მუშაობს, დიქცია გაასწორა, კომენტარებს ალაგებს, მაგრამ ეს, არ ნიშნავს, რომ კარგ პოლიტიკოსად შედგა.  ცოტა მეტი უნდა იფიქროს, როცა განცხადებებს აკეთებს! კახამ, გუშინდელი დღე გაიხსენოს, როცა მიშა სააკაშვლის ფანკლუბის წევრი იყო და თვალებში შესციცინებდა. ვურჩევ, იმ კოალიციას მიხედოს, რომელიც თავზე ენგრევა!"

     ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო დარღვევებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება წინაასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს 100%–ით იყენებს. მისი თქმით "წინასაარჩევნო რეჟიმში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს შემოწირულობები, გარდა ,,ქართული ოცნებისა", რაც იმით აიხსნება, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ბიზნესს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: