Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
11-06-2014, 17:04
ნანახია: 816

დაკავებულის ჩხრეკისას საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული როსტომ ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.