დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება

დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება

   დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს პირადად ადევნებს თვალს.

   მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან  2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალა ჩამოწვა.

  გზის გახსნა 12 საათზეა დაგეგმილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: