მარგველაშვილი პირველი ამომრჩეველი იყო

მარგველაშვილი პირველი ამომრჩეველი იყო

   გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი 08:00 საათზე №6 უბანზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო.

   -"მინდა, გითხრათ ყველას, იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ყველა პოლიტიკურ  ძალას მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი და გამარჯვება იყოს და შემდეგ მათი გამარჯვება. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ აქტივობისკენ"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: