Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
15-06-2014, 13:15
ნანახია: 597

ნინო ბურჯანაძე:

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხმა საბურთალოს N.02 საარჩევნო უბანზე მისცა. კოალიციის ლიდერი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცა:

   -"მე გავაკეთე სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის და მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, სამივე ბიულეტენში გააკეთონ სწორი არჩევანი და ამით მართლაც უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის მოწესრიგება და ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარება.

მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წუხელ გვიანამდე ფეხბურთს უყურებდა, ჩვენც ვართ ფეხბურთის, მით უფრო იტალიის გულშემატკივრები, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ავდექით და მონაწილეობა მივიღეთ არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს, მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

   რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ დილიდან დაფიქსირდა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტები. შეიარაღებული თავდასხმა უბანზე არ დაფიქსირებულა ბოლო 10 წელია. მით უფრო ეს მოხდა იმ უბანზე, სადაც ვიცით რომ ჩვენი კოალიცია ნამდვილად მოიგებს არჩევნებს მარტვილში. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მსგავსი ფაქტები დროულად იქნება აღკვეთილი და არ მოგვიწევს გამოძიების ლოდინი უბნის ჩაშლასთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, მოვიდეს ძალიან ბევრი ხალხი და ამით ადამიანებმა არავის მისცენ გაყალბების საშუალება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის მოწესრიგება და უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

   ნამდვილად არადემოკრატიულია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამორიცხულია მეორე ტური. მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადგილზე იქნება მეორე ტური და ამას უნდა შეეგუოს ნებისმიერი დემოკრატიული ძალა. დიახ, იქნება მეორე ტური და იქნება ძალიან სერიოზული წარმატებები, არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ იმ ძალის, რომელსაც შეუძლია ქვეყნისათვის წინსვლისა და წარმატების მოტანა."