"თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" ახალქალაქის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

"თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" ახალქალაქის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

   "თავისუფალი საქართველო" აცხადებს, რომ  ახალქალაქის #40 ოლქში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც განმეორებითი არჩევნების  ჩატარებას ითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შექმნილ ვითარებაში გარკვევისკენ მოუწოდებს.

   -"როგორც ადგილზე ოქმების გაცნობით გაირკვა, ადგილი აქვს ხმების ტოტალურ გაყალბებას. კერძოდ, ოქმების 75%-ში მიცემული ხმების რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას. რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხმების დათვლის პროცედურის დაწყებამდე კომისიის წევრებმა უბნიდან გამოაძევეს "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლები და არ დაასწრეს პროცესს. სოფლებში, პრაქტიკულად ყველა უბანზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი რწმუნებულები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შსს-ს დავალებას ასრულებდნენ  და ღიად ეწეოდნენ აგიტაციას. "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეებისთვის" მიცემული ორი ათასამდე ხმა საუბნო კომისიებმა ბათილად სცნეს (ეს ფაქტიც დადასტურებულია ოქმებით)"-ნათქვამია  განცხადებაში.

   გავრცელებული ინფორმაციით "თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" ახალქალაქის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: