ირმა ინაშვილი:-"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ადგილი მერაბიშვილთან და ახალაიასთან ერთად ციხეშია"

ირმა ინაშვილი:-"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ადგილი მერაბიშვილთან და ახალაიასთან ერთად ციხეშია"

  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი,  ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრეტენზია, რაც "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოებას აქვს, სამართლიანობის არ აღდგენაა. ის მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებისთვის საშიში და სახიფათო ძალაა, ამიტომ უნდა მოხდეს საზოგადოებიდან მათი იზოლაცია. ინაშვილი ხელისუფლებას დაფიქრებისკენ და ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი აფრთხილებს, რომ მათი აღსასრული ახლოვდება.  "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი გია ნოდიას განცხადებასაც გამოეხმაურა და მიმართა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებების გამო "ციხეში გასამგზავრებლად მოემზადოს".

   -"ჩვენ ხმა მოგვცა საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ვინც შეურაცხყოფილია იმით, რომ სამართლიანობა არ აღდგა, დღეს რომ გამოდის გია ნოდია და ამბობს, რომ თურმე ირმა ინაშვილისთვის ხმა მიუცია იმ ხალხს, ვისაც "ნაცმოძრაობის" სისხლი სწყურია, მივმართავ, ბატონ გია ნოდიას, ისიც მოემზადოს ციხეში გასამგზავრებლად, იმდენი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთი მხრივ, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს, მეორე მხრივ კი მინდა, ვუთხრა "ნაციონალურ მოძრაობას" - ახლოვდება თქვენი პოლიტიკური აღსასრული და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" იქნება ის ძალა, ვინც თქვენ პოლიტიკურად დაგმარხავთ. უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პოლიტიკურ სივრცეში ისევ "ბლატაობენ" და ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რომელიც ათი წლის მანძილზე იყო დაჩაგრული, შეურაცხყოფილი, "ნაციონალური მოძრაობის"  კრიმინალური სახეების მხრიდან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ადგილი ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ერთად ციხეშია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: