ინაშვილი უგულავას პასუხობს

ინაშვილი უგულავას პასუხობს

   "პატრიოტთა ალიანსის ლიდერი" ირმა ინაშვილი გიგი უგულავას ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ყველაზე ერთგული აგენტია და იმ ფარულ დავალებებს ასრულებს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის.

   -"ჩემო გიგი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის იზოლაცია კი არ უნდა მოხდეს პოლიტიკური სივრციდან, თქვენი იზოლაცია უნდა მოხდეს საზოგადოებიდან. თქვენ ხართ საზოგადოებისთვის სახიფათო და საშიში. გიგი უგულავამ გუშინ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მოიხსენია ოკუპანტთან ერთად. მინდა მივმართო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც არის აკანკალებული და ვუთხრა, რომ მათზე დიდი და ერთგული აგენტი არ ჰყოლია რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შტირლიცს გადაუჯოკრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი დიდი და გულმოდგინე აგენტი იყო რუსეთის. ეს ის "ნაციონაური მოძრაობაა", რომლის წევრებიც ყველა იმ დავალებას ასრულებდნენ ფარულად, რაც რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში შედიოდა, მათ საქართველოს მიწის 22 % რუსეთს აჩუქეს. ენერგოობიექტებსაც სწორედ რუსეთზე ასხვისებდნენ, დღეს სააკაშვბილი იმყოფება უკრაინაში და განაგრძობს უკრაინის დაშლა-დაქუცმაცემას სწორედ რუსეთის სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: