საია-"აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას"

საია-"აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას"

   ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 უბანზე გადაღებულ და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალას  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნულ მასალაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

   -"ვფიქრობთ, რომ კადრებში ნანახი ამბავი შეიცავს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის ფარულობის, ასევე საარჩევნო კოდექსის კონკრეტული ნომრების დარღვევას, მაგალითად საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ამ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები  იკვეთება, კერძოდ სსკ-ის164-ე მუხლი ამბობს, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არის დანაშაული, რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი".

   მასალაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ასახულია თუ როგორ აკონტროლებს საარჩევნო პროცესს დავით ნარმანიას დედა.

   ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტს უარყოფს კოკის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ შენგელია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: