Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
21-06-2014, 08:56
ნანახია: 1828

სოსო ჯაჭვლიანი:-

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ "ალიასთან" საუბარში იმ მიზეზებს ასახელებს, რა მიზეზითაც საზოგადოების 70%-მა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. დეპუტატი აცხადებს, არც ახალი ხელისუფლებაა უშეცდომო და ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება.

    -"ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა, ბევრმა შვილი დაკარგა, ბევრმა - ქმარი, ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. იყო გაუპატიურებები, მკვლელობები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დროს ჭირდება, ასეთი ლოიალობისა უკვე აღარ მჯერა. არ მინდა, ისეთი ლოიალობითა და სულის შებერვით კეთდებოდეს საქმე. ჩვენი მოსახლეობა სწორედ ამაზე ღიზიანდება. ადამიანები არჩევნებზე რომ არ მოვიდნენ, ამ ადამიანებს ერთი მხრივ ვამართლებ, მეორე მხრივ - ვაკრიტიკებ, მე მათი მესმის, მაგრამ თუ არჩევნებზე არ მოხვალ, "ნაციონალებისგან" როგორ გავწმინდო ეს ქვეყანა? ვინც მე დამდევდა, ვინც მე "დუბინკას" მირტყამდა, ამ ხალხის ნაწილი ისევ თანამდებობაზე მუშაობს. ნება იბოძონ და წესიერად შეარჩიონ კადრები, წესიერად მოექცნენ ერთმანეთს, ხალხს მიაქციე ყურადღება და 100 კაციდან მხოლოდ 20 არ მოგივა არჩევნებზე"- ამბობს  ჯაჭვლიანი.