ნარმანია და მელია დებატებისთვის მზად არიან

ნარმანია და მელია დებატებისთვის მზად არიან

   დავით ნარმანიას განცხადებით, ის მზადაა მეორე ტურისთვის და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურიც დემოკრატიულად ჩაითვლის, ის ოპონენტს დებატების ჩატარებას სთავაზობს.

   -"მეორე ტური ასევე დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების მთავარი მახასიათებელი ნიშანია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ მეორე ტურისთვის. მინდა, ოპონენტს შევთავაზო საერთაშორისო ფორმატით და საერთაშორისო წესებით დადგენილი ფორმით დებატების ჩატარება, სადაც ნებისმიერ ტელევიზიას მიეცემა შესაძლებლობა, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე"-განაცხადა ნარმანიამ.

   თავის მხრივ ნიკა მელიაც მზადყოფნას გამოთქვამს დებატებისთვის და აცხადებს:

   -"ძალიან მიხარია, რომ მან ეს გამოწვევა მიიღო და ჩვენ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ ფორმატში დავსხდებით და ვიმსჯელებთ იმ პრობლემებზე, იმ პროგრამების გარშემო, რაც თბილისელებს აწუხებთ. დროა, დამთავრდეს დაუმთავრებელი ეს პოლიტიკური კინკლაობა და რეალურად საგნობრივ დებატებზე გადავიდეთ".

    დებატები ამ განცხადებებით უკვე დაიწყო, მელია აცხადებს, რომ ნარმანია დათანხმდა და მიიღო მისი გამოწვევა, ნარმანია კი ამბობს, რომ ის სთავაზობს ოპონენტს დებატებს. კანდიდატები მზად არიან, თუმცა როდის იხილავს საზოგადოება ამ დებატებს, ჯერ უცნობია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: