Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
21-06-2014, 13:57
ნანახია: 1262

ყურადღება!

   ენერგეტიკის სამინისტროსა და სს "თელასის" ინფორმაციით, "თელასი" 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის აგრძელებს ქსელის მოსამზადებელ სარემონტო სამუშაოებს, აქედან გამომდინარე, ქალაქის მასშტაბით, ადგილი აქვს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას. როგორც "თელასში" განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება. სწორედ ამიტომ თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში. მომდევნო პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების თარიღი და დრო გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.