როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ

როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ

   ზრდასრული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ბავშვებს კი გაცილებით მეტი სძინავთ, ახალშობილებს - მით უმეტეს. მათი ძირითადი საქმიანობა ძილია, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა შივდებათ. ანუ როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ. 

   მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიფხიზლის დროს ადამიანის ორგანიზმში გროვდება განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც ძილის ფაქტორები უწოდეს. სწორედ ეს ფაქტორები იწვევენ ტვინის "დაღლას". ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა ძილი, რომლის დროსაც ძილის ფაქტორები იშლება და ტვინი ისვენებს, რათა აქტიური ცხოვრება განაგრძოს.

   ასეა თეორიულად, მაგრამ თვით ეს "ძილის ფაქტორები" მეცნიერებმა ვერაფრით აღმოაჩინეს. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვაც, რაში სჭირდება ადამიანს ცხოვრების მესამედის საწოლში, არაპროდუქტიულ მდგომარეობაში გატარება, თუმცა უბრალო ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძილი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მშვიდი, ხანგრძლივი ძილი ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: