სოსო მანჯავიძე: ჩვენ ყველგან ვერ მოვახერხეთ ამომრჩეველთან მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება

სოსო მანჯავიძე: ჩვენ ყველგან ვერ მოვახერხეთ ამომრჩეველთან მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება

დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ.

მან აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 4 ქალაქსა და რაიონში, ესენია: ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ხულო.

მანჯავიძე თვლის, რომ რაც ადრე დაინიშნება მეორე ტური, მით უკეთესია მათთვის, რადგან ზაფხულის მოძალების გამო შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და შედეგიც არ იქნება რეალობის შესატყვისი.

მისი აზრით „პატრიოტებს“ უკეთესი შედეგი უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ მათ წინასაარჩევნო  პერიოდში უდროობის გამო ვერ მოახერხეს ამომრჩევლამდე მისვლა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება.

მანჯავიძე შეეხო თბილისის საკრებულოში გაცემულ ყბადაღებულ პრემიებსაც და ამაში ნაწილობრივ ხელისუფლება დაადანაშაულა, რადგან, მათ ვერ მოახერხეს ამ პრობლემის დარეგულირება.

რაც შეეხება მეორე ტურს, „პატრიოტებს“ გამარჯვების იმედი აქვთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: