ირაკლი ალასანია: საქართველო ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის.

ირაკლი ალასანია: საქართველო ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის. მინისტრის თქმით, საქართველო და ნატო ჯერ მხოლოდ შემდეგ ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა.
_ ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ გავხდეთ მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით სრულად ნატოს წევრი. ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ ნაბიჯზე ინტეგრაციის, თუმცა, ვთვლი და ვაშინგტონშიც გავაკეთე განცხადება, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან ძალიან მალე დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს არის ჩვენი სურვილი. _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
როგორც ჯეიმს აპატურაიმ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის არც ერთ ქართველ მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: