სანდრო ბრეგაძე:-"დამნაშავე ძალა კვლავ პოლიტიკურ სარბიელზე დარჩა"

სანდრო ბრეგაძე:-"დამნაშავე ძალა კვლავ პოლიტიკურ სარბიელზე დარჩა"

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილზე გასვლით "დამნაშავე ძალა კვლავ პოლიტიკურ სარბიელზე დარჩა". 

   -"ვფიქრობ ყოველივე საფრთხის შემცველია და ხიფათს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალების მეორე ადგილი არის არა იმის შედეგი, რომ ხელისუფლებამ ვერ იმოქმედა სათანადოდ, არამედ ყოველივე იმის ბრალია, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალები ვერ შეთანხმდნენ და ვერ გაერთიანდნენ ერთ ბლოკსა თუ კოალიციაში. ელემენტარული არითმეტიკაა საჭირო. დავითვალოთ და ვნახოთ - თბილისში 46% მიიღო ოცნების კანდიდატმა, 26% ნაცებმა, ხოლო დანარჩენი 28% არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა. ამ დათვლიდან ნათლად ჩანს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, "ნაცები" მეორე ადგილზე ვერ გავიდოდნენ და დღეს გვექნებოდა მეორე ტური არა "ოცნებისა" და  "ნაცების" კანდიდატს შორის, არამედ "ოცნებისა" და "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატს შორის. ჩემი აზრით, არასაპარლამენტო ოპოზიციას მეტი დაფიქრება მართებდა, როდესაც მათ არ ან ვერ მოახერხეს გაერთიანება და ამით უნებლიედ ხელი შეუწყვეს ნაცმოძრაობას მეორე ადგილის დაკავებაში. დიახ!!!  არ დავმალავ, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ვგულშემატკივრობდი".

   ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ სულ მალე პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდებიან ახალი ოპოზიციური ძალები (მაგალითი უკვე გვაქვს-მეტად საინტერესო და სიმპატიური ძალის"პატრიოტთა ალიანსის"სახით) რომლებიც მოახერხებენ გაერთიანებას და სამართლიანობის აღდეგენას, "რომელიც დამნაშავე ძალებისგან ქართული პოლიტიკური სივრცის გათავისუფლებას ისახავს მიზნად!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: