კობა ნარჩემაშვილი:-""ევროკავშირის წევრობამდე, ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწევს"

კობა ნარჩემაშვილი:-""ევროკავშირის  წევრობამდე,  ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწევს"

   ასოცირების  ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესს პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, შს ექსმინისტრი, კობა ნარჩემაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ    საქარათველოს ძალიან  რთული გზის  გავლა მოუწევს.

   -"ევროკავშირის  წევრობამდე,  ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწევს.  პოლიტიკური არჩევანი უკვე  გაკეთებულია. ჩვენ ევროპული სივრცის წევრები  ვხდებით - არა მარტო დეკლარირებულად,  არამედ  ეს აისახება ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც. ხელშეკრულების თანახმად,  ევროპასთან  მიმართებაში   ბევრი ვალდებულება გვეკისრება.  ეს ყველაფერი,  მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის, ეკონომიკის  გადაწყობისთვის. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ჩვენ მენტალურადაც მოგვიწევს ბევრ რამეზე  უარის თქმა,  აზროვნების ახლებურად დაწყება... "

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: