Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (6)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
26-06-2014, 17:19
ნანახია: 570

ნანა დევდარიანი:-

   "გლობალური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. 

  "შეატყობდით "ნაციონალებს", რომ კარგ ხასიათზე ვერ არიან, რადგან თითქმის ხელისუფლებაში 10-წლიანი ყოფნის შემდეგ, არჩევნებში აჩვენეს ძალიან ცუდი შედეგი, რომელიც კლებისკენ წავა. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი ძალინ დაბალია და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან. მაგალითად, ვრცელდება ხმები, რომ აპირებენ მაიდნის მსგავსს. ამ ხმებს კვებავს სააკაშვილის განცხადებებიც. უკრაინაში მოვლენების ეპიცენტრშია და ხანდახან განცხადებებს აკეთებს - ჩვენ დავბრუნდებით, ისევ თბილისიდან დაიწყება საქართველოს აღორძინება და ა.შ. მის მომხრეებშიც ეს ილუზიას აჩენს. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სახეებმა განაცხადეს, რომ შემოდგომაზე ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში და ხალხის გვერდით დადგებიან. არ ვურჩევდი, ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდით დადგომას. ეს კარგით არაფრით დამთავრდება".