Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
27-06-2014, 10:38
ნანახია: 679

გიორგი მარგველაშვილი:-

   -"მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას, რომელიც რამდენიმე საათში ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. ის გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურ, საგანმანთლებლო სისტემებს გააძლიერებს და აიყვანს ევროპულ დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი,  იქნება დასაწყისი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი აცხადებდა ძალიან მტკიცედ და მყარად. ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს, რეფორმებს როგორც ინსტრუმენტს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე.