Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
28-06-2014, 00:04
ნანახია: 566

ირაკლი ღარიბაშვილი:-

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ უვიზო რეჟიმის შემოღება დაახლოებით ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით  "უვიზო რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ აფხაზებმა და ოსებმა ქართული პასპორტით".

   -"ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერა არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის ერთგვარი შეთანხმება.  ჩვენ დღეიდან 24 საათიან რეჟიმში უნდა დავიწყოთ მუშაობა, ამიტომ აუცილებელია ამ იდეის გარშემო  გავერიანდეთ. რაც შეეხება იმას, თუ  რა ვადებში წარმოგვიდგენია უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოში, ვფიქრობ,  დაახოებით 2 წელიწადში აბსოლუტურად რეალისტური იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყოველგვარი ვიზის და ბარიერების გარეშე შეძლონ ევროპის სახელმწიფოებში მიმოსვლა."