Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
28-06-2014, 00:23
ნანახია: 571

კონსტანტინე გამსახურდია:-

   კონსტანტინე გამსახურდიამ სრულიად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მიულოცა და ამ ფაქტს ისტორილუ შეფასება მისცა.

   -"ევროპასთან ასოცირება ხელმოწერილია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. აქამდე მოვედით ყველა ჩვენი წარმატებით, 1991 წლის 9 აპრილიდან დღემდე. ასევე აქამდე მოვედით ჩვენი პრობლემებით - შინაგანი წინააღმდეგობებისგან დაღრღნილი საზოგადოებით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებით, დაუდგენელი საზღვრებით 3 მეზობელთან მაინც, საკმაოდ პრობლემური, დემოკრატიულის მსგავსი სისტემით, ასევე პრობლემური სასამართლოთი, (ანუ ჯერ კიდევ ბოლომდე შეუმდგარი სახელმწიფოებრიობით), ჯერაც არ-დამკვიდრებული სამართლიანობით, სუსტად განვითარებული საბანკო სფეროთი, მძიმე გარღვევებით ეკონომიკურ და აგრარულ სექტორებში. ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა. არავინ, მეტადრე რაც შეეხება საზოგადოების შეგნებულ ნაწილს, არ ელის საქართველოში სამოთხის მსგავსი მდგომარეობის ერთბაშად დამკვიდრებას. იმედი გვაქვს, რომ ასოცირება შეგვეშველება, როგორც ზურგის ქარი ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში.

    გილოცავთ და გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც, ეს იმედები არ გაგვცრუებოდეს!" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.