დავით საყვარელიძემ საერთაშორისო ფონდი ჩამოაყალიბა

დავით საყვარელიძემ საერთაშორისო ფონდი ჩამოაყალიბა

   რეჟისორმა და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ ჩამოაყალიბა საერთაშორისო ფონდი "საქართველოს ნაციონალური ოპერა", რომელიც აცხადებს კონკურსს თანამედროვე ქართული საოპერო ნაწარმოების შექმნასთან დაკავშირებით.  

   "საოპერო ნაწარმოების ავტორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ისინი აუცილებლად საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ, რომელთა ნაწარმოებიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. ორკესტრის შემადგენლობა 14 მუსიკოს-შემსრულებლისგან უნდა შედგებოდეს და კოკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პასპორტის ასლი, სადაც მითითებულია დაბადების თარიღი და ფოტო, აგრეთვე: სადირიჟორო პარტიტურა, საორკესტრო პარტიები, კლავირი მომღერლებისთის და ლიბერტო - ელექტრონული ფორმატით" _ განაცხადა დავით საყვარელიძემ.

   კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა 10 000 ლარი და მისი ნაწარმოები დაიდგმება საქართველოს ერთ-ერთი პროფესიული თეატრის სცენაზე. სცენის შერჩევა კი დმაოკიდებულია გამარჯვებული ნაწარმოების მასშტაბებზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: