Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
30-06-2014, 15:13
ნანახია: 1387

გია ხუხაშვილი: პოლიტიკოსებს ვთხოვ არარეალურზე არ ისაუბრონ!

დღეს „დიდუბე პლაზაში“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჯურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.

მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებაზე  და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი უდაოდ სასიხარულოა, მაგრამ ემოციებს არ უნდა ავყვეთ _  ამ ხელშეკრულების არსი არ უნდა დავივიწყოთ. „საკმაოდ სწრაფი და რადიკალური ღონისძიებებია ეკონომიკაში შესატანი იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს კონკურენტ უნარიანი და შეესაბამებოდეს  განვითარებულ ქვეყანას.“ - აცხადებს ხუხაშვილი.

ბატონი გია კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქვეყნის დამუხრუჭების რისკი რეალურია და ეს გასათვალისწინებელია.

„ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესები გაითვალისწინონ და არ ისაუბრონ ის რასაც თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ არარელურია“- აცხადებს ხუხაშვილი.

მზიკო კახიანი