Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
30-06-2014, 23:49
ნანახია: 795

შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან ოპერატიული დანაყოფი შეიქმნა

   1 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  კინოლოგიურ პროექტს (K9) გახსნის. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრებიან.

პროექტი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს.

   კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება.

    პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან ოპერატიული დანაყოფი შეიქმნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ძაღლები სპეციალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიწვრთნენ.