Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (9)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
30-06-2014, 23:58
ნანახია: 503

   გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებაში  ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ უგულავა ვალდებულია არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.

   -"რამდენიმე მილიონი ლარია გაფლანგული, საუბარია კონკრეტულ ბრალდებებზე. შესაბამისად, აქ პოლიტიკური  მოტივი ნამდვილად არ არის, სამართლებრივი პრობლემებია და ამ საფარველქვეშ ყოფნა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დევნად მოინათლოს, თავის დაცვის მცდელობაა. არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ბრალდებები და უგულავამ უნდა უპასუხოს მას. რაც შეეხება უგულავას განცხადებას, რომ მისი დაკითხვა "პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლებას ემსახურება, ეს კომიკურია და დავით ნარმანიას ამ ფორმით დახმარება ნამდვილად არ სჭირდება. - განაცხადა ეკა ბესელიამ.

  საგამოძიებო მოქმედებების გაჭიანურება არასწორ ქმედებად მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს, რადგან საქმე საკმაოდ მძიმე დანაშაულს ეხება.

  -"საუბარია მილიონზე მეტ ლარზე, იმის პარალელურად, რომ საბიუჯეტო თანხების მითვისებაზე გიგი უგულავას ბრალი მანამდეც ჰქონდა წაყენებული. როგორც ჩანს, ბიუჯეტის სახსრების მანიპულირება მათი სტილი იყო. გარკვეული კომპანიების ჩართვით ცდილობდნენ თანხების მითვისების გარკვეული სქემის შემუშავებას. აუცილებელია, გამოძიება ძალიან სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს. თანამდებობა, პარტიული ლიდერობა, აქტიურობა, არჩევნებში მონაწილეობა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ პასუხი არ მოეთხოვოს ადამიანს. გიგი უგულავამ ნამდვილად უნდა გასცეს ამ ხელშეკრულების გარკვეულ დეტალებთან, ბიუჯეტის არასწორ განკარგვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი და ვალდებულია გამოძიებასთან ითანამშრომლოს. არსებობს ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე ქვეყნიდან წავიდა და არ არის გამორიცხული, ქალაქის დატოვებას ისიც ცდილობდეს. ამ მიმართულებით ეჭვი და გარკვეული ინფორმაცია არსებობს", – განაცხადა მანანა კობახიძემ.