რიკოთის გვირაბი 4 ივლისამდე ღამით დაიკეტება

რიკოთის გვირაბი 4 ივლისამდე ღამით დაიკეტება

   საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმიური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 1, 2, 3 და 4 ივლისს,  ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

   -"სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში. გვირაბის მოვლა–შენახვის ფარგლებში გეგმიური დასუფთავების სამუშაოები წელიწადში 2–ჯერ ტარდება"-ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: