გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, სარკოზისთან გაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, სარკოზისთან გაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზედენტის ნიკოლა სარკოზის დაკავებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  _ "სარკოზი არის განსაკუთრებული ჩვენი ხალხისთვის, რადგან იმ მომენტში როდესაც გვიჭირდა ძალიან, მისგან ვნახეთ არამარტო სულიერი და პოლიტიკური, არამედ ფიზიკური მხარდაჭერა. ის იმყოფებოდა საქართველოში ურთულეს დღეებში, ეს არის ნორმალური პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე თანამშრომლობს გამოძიებასთან და პასუხს სცემს კითხვებს. ჩვენ სარკოზისთან დაკავშირებით რაც გვახსენდება, ეს არის მისი მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ძალიან მალე გაეცემა ნებისმიერ კითხვას პასუხი."
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით, სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში იქნება დაკავებული. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: