გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით

გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური  პარტიების ჩართულობით

     საყდრისთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ. ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ: "საქართველოს გზა", "თავისუფალი საქართველო",  "ქართული დასი", "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია", "მწვანეთა პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "ქართული იდეა", "ახალი მემარჯვენეები" და "ზვიად განმანთავისუფლებლის პარტია".

   -"ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს თხოვნით, აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს. გაგრძელდეს საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევა, სამთავრობო დონეზე იქნას შესწავლილი ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები, სათანადო ყურადღება მიექცეს ამ რაიონში მცხოვრებელ და დასაქმებულ პირთა შრომისა და ჯანმრთელობის უფლებებს"-ნათქვამია განცხადებაში.

   პარტიათა ლიდერების თქმით პრობლემის მოსაგვარებლად გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური  პარტიების ჩართულობით. ცნობილი გახდა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: