Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (1)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
1-07-2014, 17:51
ნანახია: 718

ზურაბ ჭიაბერაშვილი:-

   ზურაბ ჭიაბერაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით  პროტესტი გამოიწვია  პროკურატურის ცინიკურმა დამოკიდებულებამ და პარტიაში სამომავლო ქმედებებზე იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში მუშაობას.

   -"მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველა სხდომაზე, რაც ბოლო 3 თვეში ტარდებოდა, ვცდილობდით, რაიმე ადეკვატური განმარტება მოგვესმინა, როგორც კომისიისგან, ასევე თავად იუსტიციის მინისტრისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ერთი და იგივე რამ ხდებოდა, პროკურატურის უკანონო ქმედებების გამართლება, ასე ვთქვათ, ცინიკური მეთოდებით. დღესაც იგივეს ჰქონდა ადგილი. როდესაც ჩვენ გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარებაზე და ბრალის წაყენებაზე ვსაუბრობდით, კომისიამ თავად აღიარა, რომ ეს იყო მორატორიუმის პირობების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, თუ როგორ განმარტებებს აკეთებდა დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტზე პროკურატურა და როგორ საუბრობდა იმაზე, იყო თუ არა 71 წლის მამაკაცზე დაფიქსირებული ცემის ფაქტი. ასეთი ცინიზმით სამწუხაროდ, შორს ვერ წავალთ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უწყებათაშორისი კომისია უუნარო, უმოქმედო და პროკურატურის ქმედებების გამმართლებელია"-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.