Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
1-07-2014, 18:05
ნანახია: 1262

ზეინაბ გეთიაშვილი: დაგვასვენეთ ამ მტარვალებისგან!..

ეს პატარა სტატია-მიმართვა ჟურნალისტმა ზეინაბ გეთიაშვილმა გამოგვიგზავნა და გვთხოვა დაგვებეჭდა. ამით ჟურნალისტმა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის პოზიციაც დააფიქსირა.


ნაციონალური მოძრაობის დაგვიანებული და ყალბი მესიჯი თამამად შემიძლია ვთქვა, - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ანალოგი არ მოეძებნება მთელ მსოფლიოში.
რაში? რაში და თავხედობაში, დემაგოგიაში, პოლიტიკურ ინტრიგებში, ხელისუფლების უზურპაციაში, ტყუილებსა და ბოროტებაში, შავის თეთრად მოჩვენებაში, ქვეყნის გამყიდველობაში, საკუთარი ხალხის შეურაცხყოფაში, აბუჩად აგდებასა და სიძულვილში, ჩაგვრასა და ტანჯვა-წამებაში!..
ახალს რას ვამბობ, მაგრამ მაინც გავაგრძელებ: სლოგანი, რომელიც ე. წ. ნაციონალების ლიდერმა ისროლა მიტინგზე, სწორედაც რომ ხალხის მასხარად აგდებაა და მეტი არაფერი.


პლაგიატი და უსინდისო კაცი ხარ შენ, დავით ბაქრაძევ! ცხრა წელი ახშობდა თქვენი ფსევდონაციონალური მთავრობა ხალხის ხმას ხელკეტებით, სპეცნაზებით, მხუთავი გაზით, ციხის კამერებში პატიმართა სადისტური წამებით, ელექროშოკებით, გაუპატიურებით, უკანონო დაჭერებით, ბიზნესის წართმევით და ქონების კონფისკაციებით, უმუშევრობით, შიმშილით, უწამლობით და უექიმობით, ომით, ტერიტორიების დაკარგვით, ლტოლვილთა გაუსაძლისი ხვედრით!
სად არის ჩემი დიდი და პატარა ლიახვის ხეობა? სად არიან ჩემი აქამდე გაუტეხელი, თავის მშობელ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული, მამაცი ლიახველები? ვის ხელში დატოვეთ ახალგორი?


 რატომ შეუცვალეთ ისტორიულ დალის ხეობას, კოდორს თავისი ნამდვილი სახელი და ზემო აფხაზეთად მონათლული, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ხეობა როგორ გაიმეტეთ მტრის ხელში ჩასაგდებად? რატომ აყარეთ იარაღი ჩემს ამაყ სვანებს? რატომ ამყოფეთ ციხეში ნორა კვიციანი? აფრასიძეების, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, შარაძის და კიდევ სხვა უამრავი ადამიანის სისხლში გასვრილი ხელებით როგორღა ბედავთ კვლავ პოლიტიკაში დარჩეთ?


რატომ დააკნინეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი? რატომ იგდებთ აბუჩად იმ ტრადიციებს, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა?


არაფერი დატოვეთ ამ ქვეყანაში გაუყიდავი და წაუბილწავი, არც მიწა და არც სინდისი.


წადით, წადით, წადით, ზოგი ციხეში და ზოგიც პოლიტიკურ მოუსავლეთში!!! აი, ეს არის ხალხის ხმა!


,,ოცნებავ", ნუ დარჩები ოცნებად - იმოქმედე და დაგვასვენე ამ მტარვალებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ხალხი თავად გამოიტანს განაჩენს! მაშინ თქვენს ფთხილად იყავით!..