ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

   გიგი უგულავას საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა  უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 ათასლარინი გირაოს გამოყენებას ითხოვს. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

  გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა როგორც ირკვევა ძალოვანი სტრუქტურები  უგულავას დაკითხვაზე დაბარებას არჩევნების მეორე ტურამდე არ გეგმავენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს და დასძენს, რომ აუცილებელია არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

   -"ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა გააუმჯობესონ პარტიებმა და რა უნდა გააკეთოს  საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ძალიან  დიდი დრო დაეთმო იმაზე მსჯელობას, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ რა ტიპის რეკომენდაციით უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ კანონი გაუმჯობესდეს და უკეთესი იყოს მომავალი არჩევნებისთვის. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, იყო თუ არა დაგეგმილი გიგი უგულავას განმეორებით დაბარება დაკითხვაზე, მაგრამ გამოირკვა, რომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი შეიძლება განიხილოს სასამართლომ, თორემ ძალოვანი სტრუქტურები მეორე ტურამდე მის დაბარებას არ გეგმავენ"-განაცხადა  წულუკიანმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: