კახა კალაძე:-"ეს პიროვნება იყო ბატონი უგულავა, რომელმაც კამერა დაუმაგრა და შემდეგ მოხსნა"

კახა კალაძე:-"ეს პიროვნება იყო ბატონი უგულავა, რომელმაც კამერა დაუმაგრა და შემდეგ მოხსნა"

   ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კობა ბექაურთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამიშვილთან მიმავალ ბექაურს სწორედ უგულავამ დაუმაგრა კამერა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა "პოლიტიკის დროში" ისაუბრა.

   -"მოვისმინე უგულავას განცხადებები, თითქოს გაკვირვებული იყო, ვინ იყო კონკრეტული საქმის მთავარი მოწმე, ეს იყო კობა ბექაური. ძალიან საინტერესო იქნება, თუ გექნებათ შესაძლებლობა, დაუსვათ შეკითხვა ბექაურს, ვინ დაუმაგრა კამერა, როდესაც მიდიოდა ბატონ რამიშვილთან?! მე ვიცი, ეს პიროვნება იყო ბატონი უგულავა, რომელმაც კამერა დაუმაგრა და შემდეგ მოხსნა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: