ჩამოერთმეა თუ არა უგულავას პირადობის მოწმობა და პასპორტი?

ჩამოერთმეა თუ არა უგულავას პირადობის მოწმობა და პასპორტი?

   დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 11 საათზე გაიმართება. 

   პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის 50 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს, თუმცა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის,  მერაბ გამყრელიძის განცხადებით გირაოს შეფარდების გარდა, პროკურატურა მისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევასაც ითხოვს. როგორც   ირკვევა შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

   გიგი უგულავას ახალი ბრალი "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარედგინა.

   გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მერმა ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე, შპს "სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: