Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
2-07-2014, 09:54
ნანახია: 1258

   "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელწიფოს" მიერ შექმნილ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს რუკაზე საქართველოც მოხვდა. რუკაზე ასევე მოხვდა კავკასიის მთელი რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი - არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმი და ასევე პირინეის ნახევარკუნძული. ექსტრემისტების თქმით, ერთიანი სახელმწიფო შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული.

   ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გამოაცხადა ისლამური ხალიფატი და მთავარ ხალიფად აბუ ბაკრა ალ-ბაღდადი დანიშნა, თუმცა ხალიფათის შექმნის იდეა მოძველებულად მიაჩნია სრულიად რუსეთის მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს ჰეიდარ ჯამალის და აცხადებს:

    -"ისინი, ვინც დღეს საუბრობენ, ცოტათი მოძველებულად  აზროვნებენ. ერაყი, სირია, ლიბია დასახლებული იყო ძირითადად ქრისტიანებით, ან წარმართებით, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა მუსლიმებს ამ ტერიტორიის დაკავებასა და არაერთი ხალიფათის შექმნაში. დღეს არენაზე პოლიტიკური ისლამი გამოჩნდა. მუსლიმანური პოზიციების გასაძლიერებლად აუცილებელი არ არის ხალიფათის შექმნა. ამისთვის საკმარისია მუსლიმების პოზიციების გაძლიერება აღნიშნულ ქვეყნებში".

   ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეა და გავრცელებული რუკა ძალიან არარეალისტურ და არასერიოზულ სცენარად მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც გმობს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები ერაყის ქალაქებზე. უწყება ყურადღებით აკვირდება  ერაყში განვითარებულ პროცესებს და იმედი აქვს, რომ ერაყის  მთავრობა და საერთაშორისო  თანამეგობრობა შეძლებენ წესრიგის აღდგენას და ტერორისტული საფრთხეების გაუვნებელყოფას.

   ამ საკითხზე "ივერიონთან" კომენტარი გააკეთა "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ და განაცხადა:

   -"საუკუნების მანძილზე საქართველო ქრისტიანული სამყაროს ფორდპოსტ წარმოადგენდა, მაშინაც კი როდესაც 4-ე საუკუნეში კონსტანტინე 1 ის დაარსებული კონსტანტინეპოლი ოსმალთა იმპერიამ დაიკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობ 21-ე საუკუნის ომების კატალიზატორი რელიგიური დაპირისპირება არაა და შესაბამისად საფრთხე ამ მიმართულებით ნაკლებად მოსალოდნელია....  ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენებს ამ კონტექსტში განსახილველია პუტინის "რუპორის"  ჟირინოვსკის დუმაში გაკეთებული განცხადება სადაც ის მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას  აფხაზეთის მაგალითის გადმოტანს აღმოსავლეთ უკრაინაში.."