გიგლა აგულაშვილი:-"კითხვაზე- სად არის ახალი საწარმოები?- მაქვს მარტივი პასუხი-ვისაც უნდა ის ხედავს"

გიგლა აგულაშვილი:-"კითხვაზე- სად არის ახალი საწარმოები?- მაქვს მარტივი პასუხი-ვისაც უნდა ის ხედავს"

   პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ წელიწადი და 8 თვეა არ წყდება საუბარი ახალ საწარმოებზე და მუდმივად ისმის კითხვა-სად არის ახალი საწარმოები? მისივე თქმით ამ თემას ეფექტურად იყენებენ "არაკეთილისმოსურნეები" და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აჟიტირებენ ამ თემით, რათა ქულები დაიწერონ.

   -"მათი პოზიცია გასაგებია, რადგან წინასაარჩევნოდ ხმებზე ნადირობენ და მტავრობის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება და მოქალაქეების უნდობლობის დათესვა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, მათი აზრით ერთ-ერთი ეფექტური ხერხია მათი წარმატების მისაღწევად. აქ იკვეთება ორი რამ-ერთი მათი ინტერესები და მეორე-მთავრობამ და სპეციალურმა უწყებებმა გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოქალაქეებს გაკეთებული საქმეების შესახებ. მე დავიწყე ახალი საწარმოების მონახულება სამცხე-ჯავახეთიდან და დღენახევრის განმავლობაში ვნახე 7 ახალი საწარმო, რომელიც მოქმედებს და ადამიანებიც არიან დასაქმებულები. ვნახე მშენებარე საწარმოებიც. ეს ის საწარმოებია, რომლებმაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია "მერსი კორის" დახმარებით უკვე ისარგებლეს დაბალპროცენტიანი სესხის კომპონენტით. ვნახე ის საწარმოებიც, რომლებსაც ჯერ არ აუღიათ სესხი, მაგრამ უკვე მოლაპარაკებული არიან ბანკებთან და გეგმავენ ისარგებლონ ამ სესხებით. კითხვაზე სად არის ახალი საწარმოები მაქვს მარტივი პასუხი-ვისაც უნდა ის ხედავს, მოვინდომე, ჩავჯექი მანქანაში, წავედი და ვნახე. ვისაც არ უნდა დაინახოს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ცუდია, რომ მერე ხდება არასწორი ინფორმაციის უტრირება".

   მისი თქმით, სახელმწიფოს როლია არა ის, რომ მან შექმნას ახალი საწარმოები, არამედ შექმნას პირობები მეწარმეებისთვის, რომ თავად მათ შექმნან ახალი საწარმოები და ამ პროექტით 100 კი არა, 400 საწარმოა შექმნილი. მისივე თქმით  უფრო მნიშვნელოვანია შეიქმნას მცირე და საშუალო საწარმო, ვიდრე უზარმაზარი, გიგანრუტი ქარხანა, რომლის წარმოებისთვის მერე ნედლეულიც არ იქნება. 

   -"ვაპირებ გავაგრძელო ახალი საწარმოების მონახულება და ვინც კიდევ ხართ სკეპტიკოსები, წამობრძანდით და ერთად ვნახოთ, ან თავად მიბრძანდით და ნახეთ, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფაქტებს, ადამიანები სხვადასხვაგვარად ან საერთოდ ვერ ხედავდნენ! წავედი, ვნახე და ვიპოვე, სურათებიც გამოვფინე ანოტიციებით და ვაცხადებ, რომ ახალი საწარმოები არსებობენ!"

   აგულაშვილმა სამინისტროების პიარ-სამსახურებს გააქტიურებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ინფორმაცია მივიდეს ხალხამდე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: