ნუკრი ქანთარია:-"ნუ დავდგებით "ცოცხების" მხარეს"

ნუკრი ქანთარია:-"ნუ დავდგებით "ცოცხების" მხარეს"

   პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტური უახლოეს ხანებში დაინიშნება და არ მოხდება პროცესის გაწელვა, თუმცა მისივე განცხადებით ეს ცსკ-ს გადასაწყვეტია და არავის აქვს უფლება მის კომპეტენციაში ჩარევის. ქანთარია ყველას საარჩევნო ურნებთან მისვლისკენ მოუწოდებს. 

   -"მინდა ვთხოვო ყველას-"ქართული ოცნების" მომხრეებსაც და იმ ადამიანებსაც, არ არის ჩვენი მომხრე, ან თავს იკავებს, გამოიჩინონ ელემენტარული მოქალაქეობრივი თვითშეგნება და აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე. ნუ გავატანთ ქარს იმას, რაც მოვიპოვეთ 2012 წელს ტყვიებით, ჯოხებით და ნუ დავდგებით "ცოცხების" მხარეს".

   დეპუტატის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე უახლოეს დღეებში დაიწყება რიგგარეშე სესიების რეჟიმი და სწრაფად მოხდება დაგროვილი ცვლილებების მიღება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: