ნიკო ფიროსმანის საფლავს სპეციალური კომისია მოიძიებს

ნიკო ფიროსმანის საფლავს სპეციალური კომისია მოიძიებს

   ნიკო ფიროსმანის საფლავის მოძიების საქმეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს და დასძენს, რომ ოდიშარიას ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე უხელმძღვანელებს.

   კომისიის წევრები ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები არიან: დავით ლორთქიფანიძე, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მარინა ხომერიკი, ნელი კობიაშვილი, გოგი ხოშტარია, მაია რამიშვილი, ეკატერინე კიკნაძე, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ჭარხალაშვილი, ანზორ მაძღარაშვილი და თემურ ჩალაბაშვილი.

  კომისია უახლოეს ხანში დაიწყებს ყველა არსებული ვერსიის განხილვას, დამუშავებას და მის საქმიანობაში ჩაერთვებიან ქართველი და საჭიროების შემთხვევაში - უცხოელი მეცნიერებიც. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: