ნარკოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტში თანამდებობიდან რამდენიმე პირი გათავისუფლდა

ნარკოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტში თანამდებობიდან რამდენიმე პირი გათავისუფლდა

   ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტში დარღვევები აღმოაჩინა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია რამდენიმე პირი.

   "წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანმა მოგვმართა მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, რაზეც წინა პერიოდში, სამწუხაროდ, უარს ვეუბნებოდით. ბოლო დღეებია, რაც არც ერთი დაუკმაყოფილებელი განცხადება არ არის. ამ ცვლილებებით ჩვენ შევძელით, რომ პროექტის ადმინისტრირება ეფექტური გაგვეხადა. არც ერთი მსურველი, ვისაც ეს სჭირდება და ვინც ჩართვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, პროგრამის გარეთ არ დარჩება. გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, უახლოეს კვირებში რეგიონული ოფისები გაიხსნება. ის ცვლილებები, რაც ბოლო დღეებში განხორციელდა, არის იმ ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომლის გარეშეც რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა ამ მართლაც მნიშვნელოვან სფეროში შეუძლებელია "–განაცხადა დავით სერგეენკომ.

  სერგეენკოს განცხადებით, პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, თანხების 74 პროცენტს არა პაციენტების მკურნალობაზე, არამედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე იყენებდა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: