Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
3-07-2014, 17:55
ნანახია: 1312

ინგა ჟღერია: ვფიქრობ, ბატონი ბილდტი მამონას ხელის ბიჭია და ბოროტების აპოლოგეტად გვევლინება!

გუშინ „ივერიონში“ გამოქვეყნდა სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზის, მამა პეტრე კვარაცხელიას სტატია - „სადაც რელიგია ხელისშემშლელი ფაქტორია, იქ ცივილიზაცია არ არის“, რომელსაც მკითხველთა გამოხმაურებები მოჰყვა.

ამჯერად ჩვენი ერთგული მითხველის ქ-ნ ინგა ჟღერიას გამოხმაურებას გთავაზობთ:

აბსოლუტურად ვეთანხმები მამა პეტრეს. მისი სიტყვები: „თუ დღეს დასავლეთი ხელისშემშლელ ფაქტორს ხედავს რელიგიაში, უმთავრესად მართლმადიდებლობაში, უკვე ცივილიზაცია აღარ არის“ - აფორიზმადაც შეიძლება გამოდგეს.

მინდა ვიტრიალო ამ მთავარი დედააზრის გარშემო და განვამტკიცო ის,რაც მამაომ ისედაც ნათლად ჩამოაყალიბა: შევახსენებ ბატონ კარლ ბილდტს ყველაზე სათუთს, რაც ადამიანს აქვს უფლისგან დასაბამიდან ბოძებული - ეს  მისი სულიერი არჩევანია - იყოს ღმერთის, ან მამონას მსახური.

ღვთის ხატად შექმნილ ეგრეთწოდებულ ჰომოსაპიენსს მამობრივი ზრუნვით ნაანდერძევი აქვს შეგონება, რომ თუ იგი ქრისტეს გზით ივლის, მისი სული მარადიულ სასუფეველს დაიმკვიდრებს, ხოლო საპირისპირო არჩევანის შემთხვევაში კი მიეცემა უკიდეგანო ჯოჯოხეთურ სატანჯველს.

სულის ცხონების მიწიერი პროცედურები კატეგორიულად გამორიცხავენ თავის თავში გაუკუღმართებული ცხოვრების წესს და მამათმავლურ თუ ლესბოსელურ მიდრეკილებებს.

ეს ნათლად ჩანს იმ ფაქტიდანაც, როდესაც ასეთ კატეგორიას უფალმა დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელებაც კი არ არგუნა და აღგავა პირისაგან მიწისა ზეციდან გოგირდის წვიმის გამოგზავნით...

ჩვენთვის, როგორც ქრისტეს რჯულის გამზიარებელი მრევლისთვის, ღვთის ასეთი კატეგორიული მოთხოვნა არ უნდა ექვემდებარებოდეს არანაირ მიწიერ აპელაციას და უნდა იყოს მიღებული იმ დედნის ფორმით, როგორც გადმოგვეცა უზენაესისგან,თავისი წერტილ-მძიმეთი.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია-სიტყვა „თავისუფლება“ წარმოჩინდეს არასწორი ფორმით,რის გამოც თურმე შესაძლებელი ხდება უმრავლესობის უფლებების შელახვა უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინების ფონზე. ეს უკვე თავისთავად ეწინააღმდეგება ამ სიტყვის შინაარსს და გაგებას. ასე რომ, ბატონ ბილდტს თუ ამის შეხსენება ყოველ წამს დასჭირდა, ესე იგი, ეს ადამიანი პრეტენზიებს აცხადებს უკვე სიტყვა „თავისუფლების“ ლექსიკოლოგიურ განმარტებაზე და ნოვატორად გვევლინება? 

ხუმრობა იქით იყოს და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კარლ ბილდტსი მიზანმიმართულად ებრძვის მართლმადიდებლობას, რომელიც ისედაც მსოფლიოს რელიგიებს შორის ყველაზე ჰუმანურ პრინციპებს მოიცავს-ასწავლოს და ამავდროულად არ დააძალოს არავის არაფერი.

რაც შეეხება მცნება „ოჯახს“ - იგი თავად უფალმა აკურთხა და დააწესა ორი სქესის - ქალისა და მამაკაცის ჯვრისწერით შეკავშირება, რომლის შედეგიც უნდა იყოს სიყვარულის ნაყოფი - ბავშვები, კაცობრიობის გამრავლებისთვის.

რატომ არ უსვამს საკუთარ თავს ბატონი კარლი შეკითხვას-ხომ არ ემსახურება ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება დედამიწაზე ადამიანების რიცხვის შემცირებას და ვის უნდა აწყობდეს ეს, თუ არა - სატანას, რომელსაც მსოფლიო ბატონობა აქვს განზრახული?

ძალიან საეჭვოა, რატომ „აშეარებს“ ასეთი გაშმაგებით ეს პიროვნება მართლმადიდებლობაზე ბნელ აზრებს,თუკი თავად არ გახლავთ მამონას ხელის ბიჭი და ბოროტების აპოლოგეტად არ გვევლინება? 

ისე არავისი და არაფრის არ ეშინია ბოროტს, როგორც ქრისტესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების, ასე, რომ დავფიქრდეთ და გავიხაროთ მსოფლიოს მართლმადიდებლებმა იმითი,რომ სწორ გზას ვადგავართ და ეს წმინდა კურსი, რომელსაც მამის, ძის და სულიწმინდის პატივისცემა ჰქვია, უზენაესია მთელს სამყაროში, რამეთუ სიბნელეს სინათლით შთანთქავს და ქვესკნელიდან ზეცაში აღმავალ ცხონების ერთადერთ გზას გვასწავლის!

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო „- ისე წალეკავს ნიაღვარი ამ მცდარი აზრებით გაჯერებულ და თვითლიკვიდაციის მექანიზმჩადებულ კარლისნაირ მედროვეებს, რომ მათგან ქვიშა კი არა-ატომისხელა ნაწილაკიც კი აღარ დარჩება,უფლით მოვსულვართ და უფლით ვივლით ბოლომდე, ვიდრე ქვეყნიერების აღასასრულამდე!